ჩორჩანას მიმდებარე ტყეში აღმართულია უკანონო ინსტალაციები, გაკეთებულია უკანონო მონიშვნები - სუს

გამოქვეყნდა:

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტყის მასივში, აღმართულია უკანონო ინსტალაციები და გარკვეულ მონაკვეთებზე გაკეთებულია უკანონო მონიშვნები, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას 2019 წლიდან აწარმოებენ.

სოფ. ჩორჩანას მიმდებარედ მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია წარმოადგენს ჟენევის დისკუსიებისა და ოკუპაციასთან დაკავშირებული სხვა ფორმატების მთავარ განსახილველ საკითხს. პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე ხორციელდება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის ამოქმედებით. ამავდროულად პროცესში აქტიურად არიან ჩართულები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ჟენევის თანათავმჯდომარეები და ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორები, - წერია განცხადებაში.

ჩორჩანა-პერევის მონაკვეთზე ოკუპანტების გააქტიურებასთან დაკავშირებით ინფორმაცია „მთავარმა არხმა“ გაახმოვანა. არხის მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, როგორ ამზადებენ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ახალ ტერიტორიას, სადაც მალე მავთულხლართებს გაავლებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი