ვაპირებ ვესაუბრო მიმდინარე საკითხებზე, წინასაარჩევნო გარემოზე - მიხეილ სააკაშვილს კობა ნაყოფია ხვდება

გამოქვეყნდა:

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, სენაკის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან, კობა ნაყოფია იმყოფება. ის საქართველოს მესამე პრეზიდენტს საკანში ხვდება. 

შეხვედრამდე კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ აპირებს, მიხეილ სააკაშვილს არჩევნებსა და წინასაარჩევნო მზადებაზე ესაუბროს.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, პერმანენტული აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება. 

„ყველაზე მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საკითხი. იმედი მაქვს, ეს ძალიან მალე მოხდება. ვაპირებ ვესაუბრო მიმდინარე საკითხებზე, წინასაარჩევნო გარემოზე, საარჩევნო მზადებაზე და ა.შ.

პერმანენტული პროტესტი ყოველდღიურ რეჟიმში იქნება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი, საჭიროა თითოეული ადამიანის მხრიდან, იქნება ეს ემიგრანტი თუ აქ მყოფი, რომ 30 ოქტომბერს მივიდეს და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, მისცეს ხმა ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს”, - აღნიშნა კობა ნაყოფიამ.

კობა ნაყოფიას შემდეგ ციხეში აპირებს შესვლას თამარ კორძაია.

შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილს მისი უფლებადამცველები ბექა ბასიალაია და დიტო საძაგლიშვილიც შეხვდნენ. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი