მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ, ბექა ბასილაიას განცხადებით, სასამართლო ამ დრომდე არ გამოხმაურებია მათ კანონიერ მოთხოვნას, ჩაინიშნოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესები. ამ თემაზე მან კომენტარი რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
"სამწუხაროდ, ამ დრომდე სასამართლო არ გამოგვხმაურებია და ჩვენი კანონიერი მოთხოვნა კვლავ ჰაერში აქვთ გამოკიდებული სასამართლო პროცესების დანიშვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მიმდინარე სამართლებრივ პროცედურებს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმართულია სარჩელები და ამ სარჩელებზე არის აქტიური ჩართულობა. ჩვენი ორივე სარჩელი წარმოებაში მიღებული აქვს და კომუნიკაციაში იმყოფება მხარეებთან", - თქვა ბექა ბასილაიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი მე-18 დღეა შიმშილობს. ადვოკატები ამბობენ, რომ სასამართლო პროცესის ჩანიშვნა ჭიანურდება, რადგან ხელისუფლებას მისი საჯაროდ გამოჩენის ეშინია.
მიხეილ სააკაშვილს დღეს თანაგუნდელები მოინახულებენ. რუსთავის ციხესთან მივიდა კობა ნაყოფია. ციხეში შესვლას გეგმავს თამარ კორძაია.
ამავე თემაზე: