მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, "ქართული ოცნება" ტრადიციებს არ ღალატობს და ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს ფული სანაცვლოდ სთხოვს. როგორც წყარო "მთავარ არხს" უყვება, "ოცნების" წარმომადგენლები აგიტატორებს დირექტივას აძლევენ, რომ 24 საათის განმავლობაში იმუშაონ იმისთვის, რომ მოქალაქეები მოისყიდონ.
როგორც ირკვევა, გეგმა ასეთია - კოორდინატორები მოქალაქეებს ფულის სანაცვლოდ პირადობის მოწმობებს ართმევენ. თანხა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ პირადობის მოწმობას მისცემენ მოქალაქეები.
"მთავარმა არხმა" ექსპერიმენტი ჩაატარა და რუსთავში მმართველი პარტიის კოორდინატორებს ზედამხედველების სახელით დაურეკა. კოორდინატორები ადასტურებენ, რომ პირადობის მოწმობები უკვე ააგროვეს - "კი, კი ყველაფერი, ყველაფერი მიტანილი მაქვს შტაბში",- ამბობს ერთ-ერთი მათგანი, მიშა სპანდერაშვილი.
"მივიტანე მე მახოსთან" - ამბობს "მთავართან" საუბარში "ოცნების" კიდევ ერთი კოორდინატორი კარინა შირილიანსი
ოპოზიციის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე ამბობს, რომ მას არ გაჰკვირვებია ის ფაქტი, რომ "ოცნება" მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევს, რადგან მან იცის, რომ არჩევნებს აგებს.