რისკების მინიმუმამდე დაყვანისთვის საჭიროა, შევახსენოთ საზოგადოებას ვინ დგას მეორე მხარეს - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე მმართველი პარტიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სიძულვილის შემცველ ვიდეოს გამოეხმაურა და ახსნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პარტიამ დეტალურად წარადგინა საარჩევნო პროგრამა, "სიმყარისა და რისკების მინიმუმამდე დაყვანისთვის" მსგავსი ვიდეოს გამოქვეყნება საჭიროდ ჩათვალეს.

"ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი სიმყარისთვის და რისკების მინიმუმამდე დაყვანისთვის საჭიროა, შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას ვინ დგას ჩვენს კონკურენტად, ვინ არის მეორე მხარეს - ხალხი რომელიც დღეს ბედავს, რომ აქეთ შეტევაზე გადმოვიდეს და ისეთი ჯალათის და ჯალათობრივი რეჟიმის ლიდერის, როგორც მიხეილ სააკაშვილია, გათავისუფლებაც კი მოითხოვოს. როგორც ამ პედესტალიდან გვესაუბრებიან, ჩვენ გვიწევს შევახსენოთ მათი გუშინდელი დღე",-თქვა მამუკა მდინარაძემ.

მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, "ქართულმა ოცნებამ" ოპონენტების წინააღმდეგ ნაცადი სიძულვილის კამპანია აამოქმედა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი