ერთი ლარით იაფი დიზელი ფერმერებს - ხელისუფლების მორიგი აფიორა

გამოქვეყნდა:

ერთი ლარით იაფი დიზელი ფერმერებს - ბენზინგასამართ სადგურებზე მისულ გლეხებს საწვავში იმაზე  ძვირის გადახდა მოუწიათ, ვიდრე დახმარების გარეშე, სოფლის ბენზინგასამართ სადგურზე გადაიხდიდნენ,  ამიტომ მიწის მფლობელების დიდმა ნაწილმა მთავრობის ისედაც გამოუყენებლ დახმარებაზე უარი თქვა.

ქარელში მცხოვრები ფერმერი სევერიანე დადეშელი ამბობს, რომ დიზელის სუბსიდირება გლეხებზე არ არის  გათვლილი და მის მსგავსად ვერც მისი მეზობელი მიწების მფლობელები გამოიყენებენ. ამტკიცებს, რომ  სოფლის ბენზინგასმართ სადგურზე უკეთესი ხარისხის დიზელს, უფრო დაბალ ფასად იყიდის, თან სახლში მოუტანენ და მგზავრობის ხარჯებსაც დაზოგავს.

მიწისმესაკუთრეთა დიდი ნაწილი დახმარებას ვერც კახეთში მიიღებს. მთავარი მიზეზი კი გაუფორმებელი მიწებია. კახელი გლეხები ამბობენ, რომ კერძო ბენზინგასამართ სადგურზე დიზელი 1,45 ლარი ღირს, ამიტომ ვერ ხვდებიან როგორაა შემოთავაზებული გეგემა ერთ ლარიანი შეღავათი? 

აჭარაში გლეხების დიდი ნაწილი დახმარებას ვერ მიღებს. თაობების განმავლობაში მიწის ნამდვილი მესაკუთრეები არიან, მაგრამ ოფიცილურად ვერ იფორმებენ. ამბობენ, რომ ნაკვეთს კარგი ხედი აქვს, სავარაუდოდ ამიტომ, საკუთრების დამადასტურებელი ცნობის აღება უჭირთ. 

პრემიერმინისტრმა ანტიკრიზისულ გეგმაში ბევრი ილაპარაკა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ გიორგი გახარიას გეგმის დიდი ნაწილი რეალობასაა აცდენილი. მიწის ნაკვეთის მფლობელებს დიზელი შეღავათით, საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფად უნდა მიიღონ. პრემიერი გვარწმუნებდა, რომ საერთო ჯამში 200 000-მდე ფერმერი 40 მლნ. ლარამდე შეღავათს მიიღებდა.

მთავარი პრობლემა ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებამ შექმნა, რომ პროგრამაში მხოლოდ ერთი კომპანია ჩაესვა. ახლა გლეხებს საწვავის ვაუჩერის განაღდება მარტო "სოკარის" ბენზინგასამართ სადგურებეზე შეუძლია. ბევრისთვის ეს წამგებიანია. მაგალითად შიდა ქართლში, სადაც კომპანიის სადგურები  სოფლებიდან შორსაა.  

კახეთში გლეხების დიდი ნაწილი საწვავის ვაუჩერის გამოყენებას არ აპირებს. ამბობენ, რომ დიზელი, რომელსაც ხელისუფლება სთავაზობს, დაბალი ხარისხისაა. უკეთესი საწვავის ყიდვა კი უფრო იაფად შეიძლება, თუ რამდენიმე გლეხი ერთად ბევრს იყიდის. 

მთავარი პირობა, მთავრობის დახმარება რომ მიიღო, მიწის მესაკთრეობაა. გლეხების დიდ ნაწილს მიწები გადაფორმებული არ აქვს, ამიტომ ახლა ისინი დახმარების გარეშე რჩებიან. ოჯახები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში საკუთრების დაკანონება/გადაფრმება გართულებული ბიუროკრატიული პროცედურის გამო ვერ მოახერხეს და ახლა მთავრობის დაპირება, რომ მიწის გადაფორმებას მარტივად შეძლებენ, კიდევ ერთი ტყუილია.

ფერმერების ნაწილი დიზელის სუბსიდირების პროგრამით უკმაყოფილოა, მცირე ნაკვეთის მეპატრონეებისთვის უკვე სულერთია, მათ კი ვისაც, დიდი მიწა აქვს იმის გამო, რომ სხვადასხვა დროს  დახმრებას იღებდნენ, ახლა კამერასთან საუბრისგან თავს იკავებენ იმის შიშით, რომ ის შეღავათები არ დაკარგონ,  რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან აქვთ. სამაგიეროდ, "მთავარი არხის" ფეისბუქგვერდზე უამრავი შეტყობინება მოდის, რომელთა ავტორები ასევე ანონიმად დარჩენას ითხოვენ. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფერემერების წარუმატებელი დახმარების დეტალებზე "მთავარი არხის"  კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს. მინისტრმა ისე დატოვა პარლამეტი, რომ "მთავარმა" მასთან გასაუბრება ვერ შეძლო. სამინისტროს ცხელ ხაზზე კი ამბობენ რომ ლარიანი შეღავათი დაპირებული არ ყოფლა და ყველაფერი საბაზრო ფასებზეა დამოკიდებული.

აღმოჩნდა, რომ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დეტალები არ იცის. სამაგიეროდ, დარწმუნებულია, რომ ფერმერებს პრობლემა არ აქვთ და ერთლარიან შეღავათს ყველა მიიღებს.  

მართლია, ერთი ლარით იაფად ვერავინ ყიდულობს, მაგრამ ისინიც, ვინც ამით სარგებლობა გადაწყვიტა, პროგრამის თანახმად გამოყოფილ დიზელსაც ერთიანად ვერ მიღებენ. პირველ ივლისამდე ფერმერებს  მხოლოდ 50 ლიტრის, პირველი ივლისიდან პირველ სექტემბრამდე კი 300 ლიტრის ოდენობის საწვავის ფასდაკლების ბარათები შეუძლიათ აიღონ. დარჩენილი საწვავის შეძენას კი მხოლოდ სექტემბრიდან შეძლებენ.

"შეაჩერე კორუფციას" დამფუძნებელი თვლის, რომ ეს "ქართული ოცნების" კიდევ ერთი პიარსვლა და წინასაარჩევნოდ ხმების მოგროვების საშუალებაა.

"ევროპულ საქართველოში" დარწმუნებულები არიან, რომ საწვავის ვაუჩერების პროგრამაც ისეთივე შეუსრულებელია, როგორც ანტიკრიზისული გეგმის სხვა პროგრამები. ირაკლი აბესაძის თქმით, ადამიანების დიდი ნაწილი ამ შეღვათით ვერ ისარგებლებს. 

რამდენმა ადამიანმა შეძლო უკვე ვაუჩერით სარგებლობა, ჯერჯერობთ უცნობია. უცნობია, სად წავა ხალხის ფული მაშინ, როცა ფერმერთა დიდი ნაწილი ვაუჩერის გამოყენებას არ აპირებს

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი