"ქართული ოცნების" დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის აზრით, დალაგებულ და მშვიდობიან მდგომარეობაში "ნაციონალური მოძრაობა" "თავისთავად გაქრება".
მისი თქმით, 2024 წლამდე არჩევნები აღარ იქნება, რაც ენმ-ს აღარ მისცემს საშუალებას, მისი მხარდამჭერები "დუღილში" ამყოფოს.
"ერთადერთი მიზანი რაც გააჩნია "ნაციონალურ მოძრაობას" ეს არის ქვეყნის არევა, ჩვენ ვნახეთ, რომ ყველა ზღვარს გადიან, უკვე დაიწყეს პირდაპირი ბრძოლა ეკლესიასთანაც კი. სინამდვილე არის ის, რომ ეკლესიას ებრძვის ეხლა ნაციონალური მოძრაობა.
პრობლემა არის ის, რომ ყოველ არჩევნებზე დაახლოებით 500 000 ადამიანი მიდის და ხმას აძლევს, ახლა უკვე ამ არჩევნების შემდეგ, 2024 წლამდე აღარ იქნება არჩევნები და ეს სამი წელი, არჩევნები გარეშე, ანუ იმის გარეშე, რომ მიეცეს ენმ-ს რომ კვლავ დუღილში ამყოფოს თავისი მომხრეები, ეს საბაბი აღარ ექნება, ხოლო დალაგებულ და მშვიდობიან მდგომარეობაში ნაციონალური მოძრაობა თავისთავად გაქრება", - თქვა შალვა პაპაუაშვილმა.
"ქართული ოცნება" ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" "დასრულებაზე" გუშინ, 18 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. არჩევნების მეორე ტურამდე ორი კვირით ადრე "ოცნების" ოფიციალურ Facebook გვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა, რომელიც წინა ხელისუფლების და მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციას ემსახურება. მმართველმა გუნდმა კლიპს "დავასრულოთ ნაცები" დაარქვა და "ნაცობასირცხვილია" დააჰეშთეგა. ამავე თემაზე: