რაც მეტს ისაუბრებენ, მით უარესი იქნება მათთვის - ანზორ მელია "ოცნების" სიძულვილის ენაზე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ანზორ მელია ხელისუფლების სიძულვილის ენის შემცველ რიტორიკას ეხმაურება და წერს, რომ ახლა ყველას გაერთიანება სჭირდება.

მისი თქმით, რაც მეტს ისაუბრებს "ქართული ოცნება", მათთვისვე იქნება უარესი.

"ძალიან აღშფოთებული ვარ, არ შეიძლება, ასეთი სიძულვილის ენით ილაპარაკონ ამ პერიოდში, როცა ყველას გაერთიანება გვჭირდება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო აყვავდეს. ჩვენ არ ვაქცევთ ასეთ გამონათქვამებს ყურადღებას, რაც მეტს ისაუბრებენ, მით უფრო უარესი იქნება მაგათთვის. ქართველი ხალხი ბრძენია და ყველაფერს გასცემს პასუხს 30 რიცხვში. 600 000 თუ 800 000 ცოტა ხომ არაა, რომ გამოდიან და ასეთ რაღაცეებს ლაპარაკობენ, თავიანთ თავთან როცა მარტო რჩებიან ნუთუ არ სცხვენიათ", - თქვა ანზორ მელიამ. 

"ქართული ოცნება" ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" "დასრულებაზე" გუშინ, 18 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. არჩევნების მეორე ტურამდე ორი კვირით ადრე "ოცნების" ოფიციალურ Facebook გვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა, რომელიც წინა ხელისუფლების და მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციას ემსახურება. მმართველმა გუნდმა კლიპს "დავასრულოთ ნაცები" დაარქვა და "ნაცობასირცხვილია" დააჰეშთეგა. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი