მკვლელობა კახეთში - სოფელ ზემო გურჯაანში კაცმა მეზობელი ცოლ-ქმარი დაჭრა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ალექსანდრე ზარდიაშვილმა ცოლ-ქმარს გურამ და მერი ზარდიაშვილებს სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით სხეულის არეში დაზიანებები მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეუღლე მძიმე დაზიანებებით გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მეზობლების თქმით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი ყოფითი პრობლემაა - ორ ოჯახს მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ჰქონდა კონფლიქტი.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. შემთხვევის ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი