
25 წლის ანასტასია შატალოვას სასტიკი მკვლელობის დამკვეთის კვალზე შსს ამ დრომდე ვერ გავიდა. თუმცა, პოლიციამ საქმეზე რამდენიმე საათის წინ კიდევ ერთი პირი 44 წლის ლევან რაჯავი, ნაქირავებ ბინაში დააკავა. რა მუხლით აქვს მას ბრალი წარდგენილი, ჯერ უცნობია.
რამდენიმე წუთის წინ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა შემთხვევის ადგილიდან კამერების ჩანაწერები კიდევ ერთხელ ამოიღეს. მოსახლეობას მათ სავარაუდო დამნაშავის ფოტო მასალაც აჩვენეს. შსს დაახლოებით 30-35 წლამდე, გამხდარ, შავგვრემან კაცს ეძებს, რომელიც ქუდით გადაადგილდებოდა და 170 სმ სიმაღლისაა. ადგილობრივების ინფორმაციით, მას ბინის ქირაობა სურდა და მკვლელობამდე სამი დღით ადრე შენიშნეს.
ცნობისთვის, 18 ოქტომბერს, თბილისში ახალგაზრდა ქალი, სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, მას 7 ტყვია აქვს ნასროლი.
მოგვიანებით გაირკვა, რომ მოკლული ანასტასია შატალოვაა, რომელსაც დავა ჰქონდა ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან არასრულწლოვან შვილთან დაკავშირებით. ბათუმის ყოფილი ვიცე მერი ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმესთან კავშირს უარყოფს. ზურაბ ბერიძის თქმით, მოკლულთან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კომუნიკაცია არ ჰქონია. ამავე თემაზე: