ჩვენ გვაქვს მთელს რეგიონში კი არა, მთელი ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი გამორჩეული, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა. შეგახსენებთ, 12%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს ჩვენ წელს. საკმაოდ თავდაჯერებული ვართ, რომ დაახლოებით 10%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ წლის ბოლოს. შესაბამისად, ახალი წლიდან კიდევ უფრო მეტ პროექტს განვახორციელებთ, მეტად წავახალისებთ საშუალო და მცირე ბიზნესს, სოფლის მეურნეობას, ბიზნესთან გვექნება მჭიდრო ურთიერთობა, იმისთვის, რომ ჩვენ საერთო სინერგია შევქმნათ და მეტად განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი