"ხმას მივცემ ნიკა მელიას... სახელმწიფოს განვითარებისთვის ეს სწორი გადაწყვეტილებაა" - გია ხუხაშვილი

გამოქვეყნდა:

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში არჩევნების მეორე ტურზე წერს და ამბობს, რომ ხმას ნიკა მელიას მისცემს, რადგან ეს არის სწორი გზა სახელმწიფოს განვითარებისთვის. 

მისივე თქმით, ის "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი არ არის, მაგრამ არსებობს კონკრეტული მიზნები, რომლის მიღწევაც ნიკა მელიასა გამარჯვების შემთხვევაში გახდება შესაძლებელი. 

"მე არ ვყოფილვარ, არ ვარ და არ ვიქნები ნაც. მოძრაობის ამომრჩეველი. უფრო მეტიც, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მათი ხელისუფლების ჯერ კრიტიკას, შემდგომ კი მასთან დაპირისპირებას მივუძღვენი ღარიბაშვილის, კობახიძის და ქართული ოცნების სხვა დღევანდელი ლიდერებისგან განსხვავებით.

ამასთანავე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და ამ ქალაქის მკვიდრი, ხმას მივცემ ნიკა მელიას და მიმაჩნია, რომ ამ სახელმწიფოს განვითარებისთვის ეს არის სწორი გადაწყვეტილება და აი, რატომ:

ნიკა მელია აუცილებლად ეცდება იყოს ეფექტური, შეებრძოლება კორუფციას, ამოძირკვავს პარტიულ, თუ სანათესავო ნეპოტიზმს და მოაწესრიგებს მშენებლობის საკითხებს ორი მიზეზით - ერთი, რომ დაინტერესებული იქნება შექმნას წარმატებული ლოკალური მოდელი სისტემურ ჭაობში სამომავლოდ და მეორე, სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებს ამას, რადგან ქართული ოცნების მართლმსაჯულება და ძალივანი სისტემა დამოკლეს მახვილივით იქნება მის თავზე აღმართული.

მოკლედ, სახელმწიფოებრივად გაჩნდება ძალაუფლების უზურპაციის გარღვევის პრეცედენტი, ჩემს ქალაქს უკეთესობა დაეტყობა და ეს ყველაფერი მოხდება ნაცების ხელისუფლებაში მოსვლის გარეშე.

სულ ეს არის...",- წერს გია ხუხაშვილი.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი