
"ქართულმა ოცნებამ" ნაციონალურ მოძრაობას შეუწყვიტა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ნიკა მელიას საარჩევნო დაპირებები სამარშრუტო ტაქსებზე გამოაკრეს.
"გაწყვიტეს და შემოგვითვალეს, რომ ეს დაპირებები აღარ იქნება განთავსებული სამარშრუტო ტაქსებზე", - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ხაბეიშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ ყველა ის დაპირება, რომელიც ამ ბანერებზე იყო განთავსებული : უფასო კვება საჯარო სკოლებში, წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა და მოხუცების დახმარება - ენმ-ის გამარჯვების შემთხვევაში, აუცილებლად შესრულდება.
" როცა ხელისუფლება სიძულვილის ენით არის დაკავებული, ჩვენ საარჩევნო კამპანიას კონკრეტული შეთავაზებებით ვაგრძელებთ. ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება სამარშუტო ტაქსის კომპანიასთან, რომელზეც გამოიკრა ჩვენი ბანერები - ნიკა მელიასა და ოპოზიციის შეთავაზებები შაბათი დღიდან.
როგორ მოიქცა "ოცნება" და კალაძე? ამ ხალხმა ნაცადი ხერხით: ხელების გადაგრეხვით, ძალადობით დღეს საღამოდან უზრუნველყვეს (მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია და 40 000 ლარი გადახდილი გვაქვს "ბეს" სახით) გაწყვიტეს და შემოგვითვალეს, რომ ეს დაპირებები აღარ იქნება განთავსებული სამარშრუტო ტაქსებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ქირქილებდნენ, საზოგადოებამ მარტივად აღიქვა, რომ 50-70 მლნ ლარი, რომელიც ბავშვების საჯარო სკოლაში გამოკვებას დასჭირდება ის თანხაა, რაც მხოლოდ ერთი ტენდერიდან, ავტობუსების ტენდერიდან მოიპარა კალაძემ.
მივმართავ საერთაშორისო დამკვირვებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მისცენ შეფასება ქართული ოცნების კრიმინალურ მოქმედებას და მე ვპირდები კალაძეს და კომპანიის წარმომადგენლებს, რომ ისინი არღვევენ კანონს და მათ მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება კანონის წინაშე. ,- თქვა ლევან ხაბეიშვილმა
იხილეთ ასევე:
.