ლიკვიდაციის მუქარა - ადვოკატი ანასტასია შატალოვას ჩვენებას ასაჯაროებს

გამოქვეყნდა:

თბილისში მოკლულ ანასტასია შატალოვას უფლებადამცველი საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს - პაატა შავაძემ მედიასთან შატალოვას მიერ ივნისში მიცემული ჩვენება გაასაჯაროვა, სადაც ის ბათუმის ყოფილი ვიცე მერის მხრიდან ლიკვიდაციით მუქარაზე საუბრობს.

ჩვენების თანახმად, ზურაბ ბერიძე შატალოვას ე.წ ქილერის დაქირავებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ადვოკატ პაატა შავაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ შატალოვას მცირეწლოვან შვილზე მეურვეობის განკარგვის საკითხზე.

შავაძე მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს რომ ბავშვი მამას მეურვეობაში არ გადასცენ ვიდრე მომხდარზე გამოძიება არ დასრულდება.

ადვოკატი ასევე მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დაინტერესდნენ ანასტასია შატალოვას მიერ მიცემული ამ კონკრეტული ჩვენებით.

შეგახსენებთ, 25 წლის ახალგაზრდა 18 ოქტომბერს, გვიან ღამით, გაზაფხულის ქუჩაზე, სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. მას 7-ჯერ ესროლეს. 

გამოძიებამ იმავე დღეს გაჩხრიკა ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის სახლი.

ცნობილია, რომ შატალოვასა და ბერიძეს საერთო შვილთან დაკავშირებით დავა ჰქონდათ, რომელიც საბოლოოდ შატალოვას სასარგებლოდ გადაწყდა

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი