
ჩემდა საბედნიეროდ და გასაკვირად ნახევარზე მეტი რაც ვისაუბრეთ, ვისაუბრეთ თელავზე - გიორგი ბოტკოველმა მესამე პრეზიდენტი მოინახულა. შეხვედრა ციხეში ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც გიორგი ბოტკოველმა გამოსვლის შემდეგ განაცხადა, 20 დღიანი შიმშილობის მიუხედავად მიხეილ სააკაშვილი შემართებითაა.
რაც შეეხება საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილებას, როგორც ბოტკოველი ამბობს, ეს ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ, თუმცა ამ წუთის მდგომარეობით, მესამე პრეზიდენტი არ აპირებს კლინიკაში გადასვლას.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, თუმცა თანახმაა მედიკამენტოზურ მკურნალობაზე.
მიხეილ სააკაშვილთან დღეს დევი ჭანკოტაძეც იმყოფებოდა.
მასთან სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში შევა პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს ახალი მიმართვა გაავრცელა.