"დროამ" და "ლელომ" კოალიციური თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

გამოქვეყნდა:

პარტიებმა "დროამ" და "ლელომ" კოალიციური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. ხელმოწერის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ საჭიროა ერთპარტიულ მმართველობაში გარღვევა და ყველა იმ ძალის კონსოლიდაცია, რომელიც პროდასავლურად და სახელმწიფოებრივად აზროვნებს.

"შევიკრიბეთ, რათა შევქმნათ ერთიანი ფრონტი, ერთიანი პლატფორმა იმისთვის, რომ ყველა პროდასავლური ძალა, ყველა მოაზროვნე ადამიანი ვისაც უნდა ამ ქვეყნის ამ მდომარეობიდან გამოყვანა, შემოგვიერთდეს და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში შევქმნათ ყველაზე მთავარი - პროდასავლური, კოალიციური მმართველობა. ეს არის ყველაზე მთავარი, რომ მომავალში ამ ქვეყანაში ერთ პიროვნებას და ერთ პარტიას არ ჰქონდეს არასდროს იმის ფუფუნება, გადაწყვიტოს როგორ იცხოვროს დანარჩენმა საქართველომ", - თქვა ხაზარაძემ. 

ელენე ხოშტარიას თქმით, დღეს ქვეყნის დასავლური არჩევანი საფრთხის ქვეშაა და "ქართული ოცნება" ცდილობს საზოგადოება ზიზღით და დაპირისპირებით გახლიჩოს. ხოშტარია დარწმუნებულია, რომ იგივე არჩევანს სხვა პროდასავლური ძალებიც გააკეთებენ.

"ჩვენ ვდგებით ერთად და ამ არჩევნებზე ხალხს ფართო არჩევანის გაკეთების საშუალებას ვაძლევთ. აქვე მინდა აღვნიშნო ნაციონალური მოძრაობის და ნიკა მელიას დიდი ძალისხმევა, რომ ეს მრავალფეროვანი ერთობა შემდგარიყო და არ მოქცეულიყო ენმ როგორც უბრალოდ დიდი ეგოისტური ძალა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ცვლილების საფუძველი", - თქვა მან. 

ლიდერებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების მეორე ტური გადამწყვეტია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი