
ბრიტანელი პოლიტიკური მიმომხილველი დანიელ ჰამილტონი ევროპარლამენტარებზე ირაკლი კობახიძის განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ქვეყნის მოკავშირეებზე თავდასხმა კარგი არ არის.
"უსიამოვნო შენიშვნა ირაკლი კობახიძის მხრიდან. ყველამ, ვინც ხელი მოაწერა, მათ შორის მეც, ასე იმიტომ მოვიქეცით, რომ ჩვენ ვზრუნავთ საქართველოს დემოკრატიასა და მის ხალხზე. ქვეყნის მოკავშირეებზე თავდასხმა კარგად არ გამოიყურება არასდროს" - წერს ჰამილტონი.
დასავლელი პარტნიორების წერილს, რომელშიც ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გუშინ 19 ოქტომბერს გამოეხმაურა და თქვა:
"ვინც აწერს ხელს ასეთ წერილს, ის ხდება რა თქმა უნდა, იმ დანაშაულის გარკვეულწილად თანამონაწილე, რომელიც მიუძღვის მიხეილ სააკაშვილს" - ასე გამოეხმაურა დასავლელი პარტნიორების წერილს "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე.
წერილის ხელმომწერები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და უნდა გათავისუფლდეს