1 ევროპარლამენტარია... ვინც ხელს აწერს, სააკაშვილის დანაშაულის თანამონაწილეა - კობახიძე წერილზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ღია წერილს ხელს "მხოლოდ ერთი ევროპარლამენტარი აწერს" და "ესეც პრობლემაა".

წერლის, რომელზეც კობახიძე საუბრობს, რეალურად ხელს 20-ზე მეტი ევროპარლამენტარი აწერს.

"დღევანდელი დილის მდგომარეობით, ერთი ევროპარლამენტარი აწერდა ხელს, თუმცა ესეც არის პრობლემა, როცა თუნდაც ერთი ევროპარლამენტარი აწერს ასეთ წერილს ხელს. რაც შეეხება 70-ს იქ შედის ელენე ხოშტარია, ბათუ ქუთელია, და ა.შ. ისინი თუ არიან ევროპარლამენტარები არ ვიცი. ერთია თქვენი ევროპარლამენტარი, რომელიც აწერს ხელს, 70-ზე ბევრად ნაკლებია ერთი. [...] 

რაც შეეხება თუნდაც ერთს, პრობლემა მდგომარეობს რაში, ვინც აწერს ხელს ასეთ წერილს, ის ხდება რა თქმა უნდა, იმ დანაშაულის გარკვეულწილად თანამონაწილე, რომელიც მიუძღვის მიხეილ სააკაშვილს ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

ცნობისთვის, გავლენიანმა ევროპარლამენტარებმა, ყოფილმა პრეზიდენტებმა, ცნობილმა პოლიტიკურმა და საზოგადო მოღვაწეებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელსაც 70 ხელმომწერი ჰყავს. დასავლელი პარტნიორები წერილში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი