
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდა. როგორც მან ციხეში შესვლამდე ისაუბრა, დღეს ის მიხეილ სააკაშვილის ბოლო ანალიზებს გაეცნობა, მიიღებს ინფორმაციას, როგორ გრძნობს თავს მესამე პრეზიდენტი და მას მიაწვდის ინფორმაციას, რა სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდება საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში.
მისივე თქმით, რუსთავის ციხეში მედიკამენტოზური მკურნალობა ვერ მოხერხდება, შესაბამისად, ნიკოლოზ ყიფშიძის ვარაუდით, კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, მესამე პრეზიდენტი იქ არა ერთ, არამედ რამდენიმე დღეს გაატარებს.
უნდა გავიაროთ დეტალები, პრეზიდენტმა არ იცის, ექიმი არ არის, უნდა ავუხსნა ყველაფერი, რა გადასხმა შეიძლება დასჭირდეს, როგორ უნდა იწვეს, როგორ იქნება მისი ნახვის შესაძლებლობა და ა.შ. - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.
იხილეთ ასევე: