ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის ინფორმაციით, ევროპარლამენტარები და ეუთო/ოდირის წარმომადგენლები საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურსაც დააკვირდებიან.
ჰარცელის თქმით, იმედი აქვს, რომ არჩევნების პირველ ტურში გამოვლენილი ხარვეზები, მაგალითად ამომრჩევლის მოსყიდვა და ზეწოლა, მეორე ტურში აღარ განმეორდება.