მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგება. ის პრეზიდენტის მონახულებას ციხეში დღეს აპირებს და სავარაუდოდ, საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის გეგმასაც განიხილავს.
"ვთხოვ კონსილიუმის წევრებს, წავიდნენ და ნახონ ეს საავადმყოფო, როგორ არის მოწყობილი, არის თუ არა აპარატურა იმისთვის, რომ მკურნალობა გაგრძელდეს. [ციხის საავადმყოფოში რომ გადაიყვანონ, შეიძლება მისის სიცოცხლე რისკის ქვეშ დადგეს?] დიახ, იმიტომ, რომ ჩვენ გადაგვყავს პრეზიდენტი საავადმყოფოში არა იმიტომ, რომ ვუმკურნალოთ, გამოვწეროთ და კარგად იქნება, ეს ესე არ არის, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა მედიკამენტოზური საშუალებები, რომ ის იყოს უფრო კომფორტაბელურ მდგომარეობაში", - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
განცხადება გაავრცელა კლინიკების ასოციაციამაც, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ასოციაცია წერს, რომ მესამე პრეზიდენტი საშიში კატეგორიის დამნაშავეთა რიცხვს არ მიეკუთვნება, რომ ის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანონ.
მიხეილ სააკაშვილი უკვე 21 დღეა შიმშილობს.
ამავე თემაზე: