ეს არის მინიშნება, რომ ისინი აწყობენ პროვოკაციას - ბასილაია მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში შესაძლო გადაყვანაზე

გამოქვეყნდა:

ეს არის პირდაპირ მინიშნება იმაზე, რომ ისინი აწყობენ პროვოკაციას და მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავენ - აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში შესაძლო გადაყვანასთან დაკავშირებით. 

"რამდენიმე დღის წინ მათ თქვეს რომ დაცვის მხარემ მიუთითოს ნებისმიერი კლინიკა თბილისში და ჰოსპიტალიზაციას მოვახდენთ იქ. გუშინ კი იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდება მე-18 დაწესებულებაში" - განაცხადა ბასილაიამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა მე-12 ციხე.

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს მისი პირადი ექიმი. ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგება. 

განცხადება გაავრცელა კლინიკების ასოციაციამაც და იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ასოციაცია წერს, რომ მესამე პრეზიდენტი საშიში კატეგორიის დამნაშავეთა რიცხვს არ მიეკუთვნება, რომ ის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანონ.

მიხეილ სააკაშვილი უკვე 21 დღეა შიმშილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი