,,სწორედ ტრადიციების დაცვამ მომიყვანა აქ და ამ ტრადიციების დაცვის გამო მცნეს მოძალადედ'' - ამბობს 5 ივლისს, ჯგუფურ ძალადობაში ერთ-ერთი ბრალდებული დავით კუტალაძე დღევანდელ სასამართლო პროცესზე. მან ჟურნალისტები დღესაც „მონებად'' მოიხსენია.

„სწორედ ტრადიციების დაცვამ მომიყვანა აქ და ამ ტრადიციების დაცვის გამო მცნეს მოძალადედ. მიჩივის "ტვ პირველი", ჟურნალისტების საჩივრების საფუძველზე მოხდა ჩემი აქ გამოკეტვა. 28 დისკი აქვთ წარდგენილი, ჩემი სტუდია უნდა გავხსნა აქედან რომ გავალ, იმდენი დისკი აქვთ წარდგენილი. 33 დღე ვიშიმშილე, 45 კილო მაქვს დაკლებული, თავის შეცოდების მიზნით არ მიშიმშილია. როცა ჩემ რელიგიას, ჩემ დედა ღვთისმშობელს და ტრადიციულ მუსიკას ე.წ. ლგბტ წარმომადგენლები შეურაცხყოფდნენ, მათ იცოდნენ, რომ ქართველი ადამიანების გაღიზიანებას გამოიწვევდნენ, მათ ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმეს."ტვ პირველის" და მსგავსი არხების შინაგანი სიძულვილი და თქვენი ნამდვილი სახე მაშინ გამოვლინდა, როცა გამოაცხადეს, რომ ჟურნალისტს ხელი კრეს, გადმოაგდესო და კომაში ჩავარდნილი გადაიყვანესო, შემდეგ ვნახეთ, კომაში ჩავარდნილი შარვალს როგორ იფერთხავდა და ამბობდა, ხელი არავის უკრავსო. ანალოგიური მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც, ბუმერანგის სახით დაგიბრუნდათ, ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტი სინამდვილეში რომ დადასტურდა და ჩვენთვის მოწებება რომ უნდოდათ. თქვენ ასეთები ხართ, თქვენ თავისუფლები არ ხართ, თქვენ ხართ პიროვნებების მიერ მართული მედია" - ამბობს კუტალაძე (წყარო ინტერპრესნიუსი)

შეგახსენებთ, სასამართლომ ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულები დღეს პატიმრობაში დატოვა

ასევე იხილეთ :  

მოძალადე ჯგუფები და მათი ახლობლები ჟურნალისტებს სასამართლოს ეზოში უპირისპირდებიან 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი