"თავისუფალი ლიტერა" -კონკურსზე ის წიგნები განიხილება, რომლებიც ჩაშლილ "ლიტერაზე" იყო წარდგენილი

გამოქვეყნდა:

"საქართველოს პენცენტრმა" ლიტერატურული პრემია - "თავისუფალი ლიტერა" გახსნილად გამოაცხადა. კონკურსი 6 ნომინაციაში ტარდება:

  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული
  • წლის საუკეთესო რომანი
  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული
  • წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა
  • წლის საუკეთესო წიგნის  დიზაინი
  • წლის საუკეთესო დებიუტი

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს ფულადი პრემიის სახით 5 000 ლარი გადაეცემა.

"თავისუფალი ლიტერა" ერთჯერადი კონკურსია, რომელიც კულტურის სამინისტროს და მინისტრ თეა წულუკიანის პროტესტის ნიშნად ჩაშლილი "ლიტერას" მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

ამ მიზეზით, კონკურსზე მხოლოდ ის წიგნები განიხილება, რომლებიც ჩაშლილ "ლიტერაზე" იყო წარდგენილი.

ჟიური 5 წევრისგან შედგება, გამარჯვებული კი ფარული კენჭისყრით გამოვლინდება.

ამავე თემაზე:

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი