
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი განმარტავს, თუ როგორ მოახერხა მესამე პრეზიდენტმა ციხის ფანჯრიდან მხარდამჭერებთან გამოჩენა. დიტო საძაგლიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ტექნიკური პროცედურებისთის განკუთვნილ ოთახში იმყოფებოდა, რომელიც გზის ნაპირას მდებარეობს.
"მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა ტექნიკური პროცედურებისთვის, გზის ნაპირას მდებარე ოთახში, სადაც გაიგო, რომ გარეთ მიმდინარეობდა აქცია და შესაბამისად, ვერაფერმა დააბრკოლა მისი სურვილი, რომ დაემყარებინა ვიზუალური კომუნიკაცია ამ ხალხთან",-თქვა დიტო საძაგლიშვილმა.
დღეს, 21 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს. მესამე პრეზიდენტი მხარდამჭერებს ციხის საკნის ფანჯრიდან მიესალმა.