მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს რუსთავის ციხის საკნის ფანჯრიდან მიესალმა, თუმცა ფანჯარა მას მალევე დააკეტინეს - ამ წუთებში მე-12 დაწესებულებასთან აქციაა.
მოქალაქეები მესამე პრეზიდენტის გასამხნევებლად და მისი პოლიტიკური პატიმრობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. ადგილზე იმყოფება რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე. მისი თქმით, აქციის ორგანიზატორები არიან ახალგაზრდები და ის სოციალურ ქსელში დაორგანიზდა.