პენიტენციურის განცხადება სასაცილო და უსაფუძვლო იყო - მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მისი ოჯახის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე შევიდა. როგორც მან აღნიშნა, ჯერ არაა ცნობილი, თუ რომელ კლინიკაში გადაიყვანენ საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს.

ამასთან, ადვოკატმა სასაცილო უწოდა პენიტენციური სამსახურის გუშინდელ განცხადებას, სადაც უწყება განმარტავდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან მხარდამჭერებთან მისალმება საშხაპე ოთახში ყოფნისას მოახერხა. 

"პენიტენციური სამსახურის გუშინდელი განცხადება იყო სასაცილო და უსაფუძვლო, არავითარი რეალური სამართლებრივი საფუძველი მას არ ჰქონდა და ეს კარგად ჩანდა თავად განცხადების ტექსტში. ერთადერთი სურვილი იკვეთება მთელ ამ განცხადებაში, რომ მიხეილ სააკაშვილს აუკრძალონ ხალხთნ კომუნიკაცია, გაწყვიტონ და მოაქციონ სრულ იზოლაციაში რაც ბუნებრივია მათ არ გამოუვათ", - თქვა შოთა თუთბერიძემ. 

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 22-ე დღეა შიმშილობს. მას დღეს პირადი ექიმიც მოინახულებს. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი