მიხეილ სააკაშვილს შხაპის მიღება უწევდა, რითაც ისარგებლა და აქციის მონაწილეებს მიმართა - პენიტენციური

გამოქვეყნდა:

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, გუშინ, ციხესთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიხეილ სააკაშვილმა საშხაპე ოთახიდან მიმართა, რითაც შინაგანაწესი დაარღვია.

უწყების ცნობით, მესამე პრეზიდენტს საკანი არ შეუცვლია და იმავე საკანში იმყოფება, სადაც დაწესებულებაში შესახლებისას მოთავსდა.

"დაწესებულების დებულების თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დღეს შხაპის მიღება უწევდა და შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ დაწესებულების მოსამსახურეებმა საშხაპე ოთახში გაიყვანეს.

საშხაპე ოთახში დაწესებულების მოსამსახურეებს შესვლა კანონით ეკრძალებათ და ისინი პატიმარს ოთახის გარეთ, დერეფანში ელოდებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამ გარემოებით ისარგებლა და დაწესებულების გარეთ შეკრებილებს გადაძახილით მიმართა, რითაც დაარღვია დაწესებულების შინაგანაწესი", - წერია უწყების განცხადებაში.

პენიტენციურში ამბობენ, რომ "დაწესებულების მოსამსახურეებმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედება მყისიერად აღკვეთეს და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირება მოახდინეს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი