ცენტრალური ხელისუფლება ჩვენია, სხვა კანდიდატი რომც გავიდეს, პერსპექტივა არა აქვს - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

​კაცი, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია სენაკისთვის და ვერც გააკეთებს - ღარიბაშვილი ამჯერად სენაკში ჩავიდა და იქიდან დაესხა თავს ოპოზიციის მერობის კანდიდატს, კობა ნაყოფიას. ერთ-ერთ არგუმენტად, რატომ არ უნდა იყოს ის სენაკის მერი, ღარიბაშვილს მოჰყავს - "სახლიც კი არ აქვს". ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჰიპოთეტურად, ოპოზიციის კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში, ისინი ვერაფერს გააკეთებენ, რადგან ცენტრალური ხელისუფლება "ოცნების" ხელშია:

"რა პერსპექტივა აქვს კობა ნაყოფიას? რა უნდა აკეთოს კობა ნაყოფიამ. მითუმეტს ცენტრალური ხელისუფლება ჩვენია, ჩვენს გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს, თეორიულად ვიძახი, რომც არჩეული იყოს ჰიპოთეტურად ვამბობ, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი რომც გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არა აქვს უბრალოდ" - ამბობს ღარიბაშვილი. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი