"ქინძი, ჰიტლერი..." - ღარიბაშვილის "ისტორიული პარალელები" და ზიზღის კამპანია, რომლის მთავარი სამიზნე მიხეილ სააკაშვილია

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი ასოციაციები "ჰიტლერი" და "ქინძი" იყო. მან მესამე პრეზიდენტი და ოპოზიცია კიდევ ერთხელ გალანძღა. "ქართული ოცნება" მეორე ტურის წინაც ყველაზე მეტს წინა ხელისუფლებაზე ლაპარაკობს.

"კაცი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ამბობდა, რომ ქინძი იყო, ახლა გამოდის, რომ აქ სხვადასხვა პროდუქტებთან ერთად იმოგზაურა 2 დღე. წარმოიდგინეთ, კატასტროფაში ვართ პირდაპირ როცა ეს ადამიანი ჯერ კიდევ აცხადებს პრეტენზიას, ახლა უკვე ციხიდან, პოლიტიკაში დარჩენაზე. იგივეა, რომ კაცმა ეშმაკს დაუჯეროს",- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილი ჰიტლერს კიდევ ერთხელ შეადარა და თქვა, რომ იგივე "საცოდავი" სცენა დადგა ციხიდან.

პრემიერმა ნიკა მელიას მიერ წარდგენილი კოალიციური მთავრობაც "დაიწუნა" და თქვა, რომ ყველა დასახელებული კანდიდატი "ნაციონალია". 

"ვინც დაასახელა ნიკა მელიამ, ყველა იყო ნაცმოძრაობის წევრი. ვინ არის გირჩი, ზურა ჯაფარიძე, ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი იყო, შემდეგ ევროპული საქართველო ვინ არის, მითქვამს და გავიმეორებ, კი არ დაიშალნენ, გაიშალნენ თავის დროზე, ეს იყო ჩვეულებრივი ტაქტიკური სვლა ამომრჩევლის დასაბნევად", - თქვა მან. 

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი