
კონტროლიდანაა გასული ეს ადამიანი- ასე ეხმაურება ხატია დეკანოიძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს, რომ თვთმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაშიც კი ისინი ვერაფერს გააკეთებენ:
ქუთაისის მერობის კანდიდატის თქმით, ღარიბაშვილი მოსახლეობას აშანატაჟებს, "დაჩაგვრით" ემუქრება და არ ესმის სახელმწიფო და მისი დემოკრატიული პრინციპები.
დეკანოიძის შეფასებით, ხელისუფლება, იცის, რომ მეორე ტურში მარცხდება და იძულებულია მოსახლეობის შანტაჟზე გადავიდეს, ღარიბაშვილის აგრესიაც ამითაა გამოწვეული:
"საქართველოს პრემიერ მინისტრი პირადი აშანატაჟებს საქართველოს მოსახლეობას და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციური კანდიდატები გაიმარჯვებენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შანტაჟით საბოტაჟს გამოუცხადებს საქართველოს მოსახლეობას, რაც არის გამოცხადებული დანაშაულის ქრონიკა, როდესაც პრემიერმინისტრი უარყოფს თვითმმართველობისა და დემოკრატიის მთავარ პრინციპს" - ამბობს დეკანოიძე.
მისი განცხადებით, ღარიბაშვილის დღევანდელი მუქარის შესახებ ეცნობებათ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.