
მეორე წელია უკვე ამტკიცებს , რომ მე ვარ ნაციონალური მოძრაობის წევრი, თუმცა თავად ნაციონალური მოძრობა ამტკიცებს, რომ მე ვარ უპარტიო - „ჰაბ ჯორჯიასა“ და სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის დამფუძნებელი ვასილ ურუშაძე "ქართულ ოცნებას" პასუხობს და ამბობს, რომ გივი მიქანაძის დღევანდელი ბრიფინგი ემსახურება პლატფორმა 20/20-ს დისკრედიტაციას.
"მიქანაძის ბრიფინგი ემსახურება, რა თქმა უნდა, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ს დისკრედიტაციას და მეტიც, არამარტო დისკრედიტაცია,პირდაპირი მითითებები აქვთ შემდგომ უკვე, მართლაც იმ ფორმალური არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლებისთვის, რომლებითაც არიან წარმოდგენილები უბანზე კრიმინალური ელემენტები, რომ თავს ესხმოდნენ ჩვენს დამკვირვებლებს. ჩვენთანაც კითხვები ეს არის, ვინ აფინანსებთ, რატომ აკეთებენ ამ საქმეს, ვერ გაუგიათ, რომ შეიძლება ადამიანებმა უბრალოდ ენთუზიაზმით, მაღალი მოტივაციით, იმისთვის რომ უყვართ ეს ქვეყანა აკეთონ საქმე" - ამბობს ვასილ ურუშაძე.
მოვითხოვთ, პლატფორმა 20/20-მა საჯაროდ წარმოადგინოს დაფინანსების წყარო - განცხადება "ოცნების" წევრმა, გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა და განაცხადა, რომ ვასილ ურუშაძის დასახელება კოალიციურ გაერთიანებაში, ადასტურებს, რომ პლატფორმა 20/20, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდება და დარღვევებს აფიქსირებს, პირდაპირაა დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან.
ვასილ ურუშაძე ნიკა მელიამ კოალიციური გუნდის შემადგენლობაში დაასახელა და თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე წარადგინა.