ოპოზიციურმა კანდიდატმა რომ მოიგოს... ღმერთმა არ ქნას - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

მინდა მოვიყვანო ოზურგეთის და თიანეთის მაგალითი. ამ ორ მუნიციპალიტეტში ქართულმა ოცნებამ წააგო არჩევნები 2017 წელს და ამ ორივე რაიონში იყო სხვა კანდიდატი, არჩეული მერი. მას შემდეგ ორივე მუნიციპალიტეტში არ იყო რეალურად გამათული კოორდინაცია სამხარეო ადმინისტრაციასთან, გუბერნატორთან, სხვადასხვა სამინისტროების სამსახურებთან, ცენტრალურ მთავრობასთან. ცენტალური მთავრობა უამრავ საქმეს აკეთებს. ახლა ჩვენ დავიწყეთ ურბანული განახლების პროექტები, რეაბილიტაციის პროექტები მასშტაბური. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ იყოს [გამარჯვებული] ოპოზიციური კანდიდატი? ღმერთმა არ ქნას, მაგრამ ეს რომ მოხდეს, იქნება მათი მხრიდან მუდმივი საბოტაჟი, ქაოსი, არეულობა, პანიკა და გადაბრალება ცენტრალურ მთავრობაზე.

ასე განმარტა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისი გუშინდელი განცხადება, სადაც ამბობდა, რომ ცენტრალური ხელისუფლება მმართველი გუნდის ხელშია და "სხვა კანდიდატი რომც გავიდეს, პერსპექტივა არა აქვს".

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი