ხატია დეკანოიძეს წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება ქუთაისში, გავლით არის ნამყოფი - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

ქალბატონი ხატია დეკანოიძე, რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა ხდება ქუთაისში, გავლით არის ნამყოფი და არავითარი კავშირი, ბმა ქუთაისთან, ქუთაისელებთან არ გააჩნია. ის შედეგი რაც მიიღო, ეს იყო სააკაშვილის დროებითი ეფექტი. თუმცა ვნახეთ, გენიალურად დაგეგმილი სააკაშვილის ავანტიურა როგორ დასრულდა, ციხეში ამოყო თავი და დიდხანს იქნება იქ. არავინ არ არის მისი გამომშვები იქედან. მე ვიცი, რომ დადიან ქუთაისში ხატია დეკანოიძის წარმომადგენლები და აბნევენ მოსახლეობას, რომ ერთ კვირაში, ერთ დღეში გამოუშვებენ სააკაშვილს... რაც დროზე გააცნობიერებენ, რომ მათი ბელადი იქნება ციხეში, მით უკეთესი მათთვის.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ამომრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი