რამდენად მნიშვნელოვანია თბილისისთვის კოალიციური მთავრობა და რატომ უნდა დაუჭიროს მოსახლეობა 30 ოქტომბერს მხარი ოპოზიციას - ამ თემებზე გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია და მის მიერ წარდგენილი კოალიციური მთავრობის წევრები საბურთალოს რაიონში მოსახლეობას შეხვდნენ. 

ნიკა მელიას თქმით, შეხვედრები სხვადასხვა რაიონში ისევ გაგრძელდება.

"საქმე ბევრია, ამოცანა ბევრია, თუმცა წინასაარჩევნო კამპანია რის შესაძლებლობასაც იძლევა, მაქსიმალურად გამოვიყენებთ და ამ შემთხვევაში ჩვენ ვგეგმავთ დაუგეგმავ შეხვედრებს რაიონის ყველა მიკრო უბანში. ამ შემთხვევაში ვართ დიდ დიღომში, განწყობა არის ნამდვილად იმაზე აღმატებული, ვიდრე მე პირადად წარმომედგინა. საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა იყო ერთობა და მას შემდეგ რაც ჩვენ ეს შევძელით, თვისობრივად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას ოპოზიციის მიმართ", - თქვა ნიკა მელიამ.

ადგილობრივი თითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი