სრულად არის შეთავაზებული პენიტენციურის მხრიდან პაციენტისთვის საჭირო სერვისები - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში ყველაფერი მზადაა საჭიროების შემთხვევაში მიიღონ მიხეილ სააკაშვილი. ტიკარაძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე მე-18 დაწესებულებაში უკეთ იზრუნებენ: 

"პენიტენციური სამსახურის დებულების მიხედვით, აქვთ იმის საშუალება, რომ მიიღონ მიხეილ სააკაშვილი თავიანთ კლინიკაში და ის სერვისები, რომლებიც პაციენტს ესაჭიროება, სრულად არის შეთავაზებული პენიტენციურის მხრიდან და მხოლოდ ეს გახლავთ მიზეზი, რომ მას შესთავაზეს მე-18 დაწესებულება და არა რომელიმე სხვა კლინიკა" ამბობს ტიკარაძე 

რუსთავის ციხეში უკვე სამ საათზე მეტია ექიმთა კონსილიუმია შეკრებილი.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი