ნეიტრალურ ბეიჯს ამოფარებული "ოცნების" არასამთავრობოები

გამოქვეყნდა:

პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერს  არჩევნებზე 5 213 დამკვირვებელი ჰყავდა, ანუ თითო უბანზე საშუალოდ 2. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეკა აგლაძეა, რომელიც ცოტა ხნის წინ ამ პოზიციაზე მისივე მეუღლე გრიგოლ გაგნიძე შეცვალა. გაგნიძე კი ქართულ ოცნებასთან ირიბად ნამდვილად დაკავშირებულია.  მათ შორის ნანა კაკაბაძესთან და თბილისში ოცნების სიის მე13 ნომერ ლადო ბოჟაძესთან. 

ბოჟაძემ ობესრვერის დამფუძნებელს გენპროკურორის პოსტზე რეკომენდაციაც გაუწია.

კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელიც ქართული ოცნებისთვის საარჩევნო უბნებზე მუშაობდა "ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისთვის" არის. ორგანიზაციის ერთადერთი მისამართი მისი ხელმძღვანელის ბინა აღმოჩნდა,  მარიამ მურადხანაშვილმა ჩვენს კითხვებს არ უპასუხა.

ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია "კავშირი მწვანე დედამიწაა". ამ ორგანიზაციას არჩევნებზე 3213 დამკვირვებელი ჰყავდა. ქართულ ოცნებასთან კავშირს არც ისინი  მალავდნენ.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნუგზარ მელაძეა. ის ამბობს, რომ ქართული ოცნებისგან დაფინანსებას  არ იღებს, მელაძე ამტკიცებს, რომ დამკვირვებლების უმრავლესობა მოხალისეა.

კიდევ ერთი ხელისუფლებასთან დაკავშირებული ორგანიზაცია, "საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირია". 

ქართული ოცნებასთან დაკავშირებული დამკვირვებლები საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში  უხეშად  ერეოდნენ, სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც დარღვევებზე საუბრობდნენ, თავს ესხმოდნენ და უბნიდან აძევებდნენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი