"თავისუფლება მიშას" - რუსთავის ციხესთან სცენას აწყობენ და აქციისთვის ემზადებიან

გამოქვეყნდა:

"თავისუფლება მიშას" - რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციისთვის მზადება დაიწყო.

ამ წუთებში ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სცენას აწყობენ. მიტანილია დინამიკები. აქცია 17:30 საათზე დაიწყება. 

ციხის ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. 

შეგახსენებთ, რომ დღეს უკვე 24-ე დღეა, მესამე პრეზიდენტი საპატიმროში შიმშილობს. გუშინ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესაფასებლად რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კიდევ ერთი კონსილიუმი შედგა.

 ექიმების თქმით ამ ეტაპისთვის  მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ის შეიძლება ნებისმიერ წუთას დამძიმდეს და საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი