მურუსიძისა და ღარიბაშვილის მოსაკლავი პრეზიდენტი ამ ქვეყანას არ ჰყავს - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

მურუსიძისა და ღარიბაშვილის მოსაკლავი პრეზიდენტი ამ ქვეყანას არ ჰყავს - აცხადებს ენმ-ს ლდიერი და თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი ნიკა მელია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ნიკა მელია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი, მისივე თქმით, ამ ხელისუფლებისგან არაფერი არაა გამორიცხული:

მთელი პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ეკისრება პირადად ბიძინა ივანიშვილს.

ნაცვლად იმისა, რომ გადაჰყავდეთ მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც თავიდან ბოლომდე იქნება უზრუნველყოფილი მისი ჯანმრთელობა, აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ. ამ ხელისუფლების პირობებში არაფერი არაა გამორიცხული - ამბობს მელია.

იმ საფრთხეებზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში ემქურება, დღეს საგანგებო განცხადება მისმა ადვოკატებმა გააკეთეს.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი