დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში მოგზაურობის დროს გაძარცვეს და მოკლეს, 27 ოქტომბერს დაკრძალავენ.
ცხედრის გადასვენება სამშობლოში მას შემდეგ მოხერხდა, რაც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა პეტიცია შექმნეს და ათასობით ევრო შეაგროვეს.
,,მინდა რომ ვაცნობო იმ ხალხს, ვინც დაინტერესებულია, ჩვენი არაჩვეულებრივი პატარა ძმის, ტომ კენედის დაკრძალვის შესახებ. პანაშვიდი გაიმართება "ლეონარდის დაკრძალვის სახლში", ლაჰანდარი, 18:00-დან 20:00-მდე სამშაბათს, 26 ოქტომბერს, ხოლო დაკრძალვა გაიმართება ოთხშაბათს, 27 ოქტომბერს 14:00-ზე. ჩვენ გაგაცილებთ შენ, როგორც პატარა დამცველ ანგელოზს, ისე როგორც ამას იმსახურებ",-წერს ტომას კენედის ძმა, ჯეიმს კენედი სოციალურ ქსელში.
28 წლის ტომას კენედი საქართველოში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მოგზაურობდა. ის 7 აგვისტოს გორში, გაძარცვეს შემდეგ კი ჯგუფურად მოკლეს. მისი ცხედარი მდინარე მტკვარში 8 ოქტომბერს იპოვეს. ამ საქმეზე 5 პირი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. კენედი ბრიტანეთის ერთ-ერთი მუსიკალური კოლეჯის სტუდენტი იყო.
"თომა იყო ძალიან კეთილი სულის ადამიანი, ის უკრავდა გიტარაზე, ჰარმონიკაზე, მისი სიმღერები იყო “spotify” -ზე. ის ერთ დღეს ცნობილი გახდებოდა და ყველა მას მოუსმენდა. მე ძალიან გულნატკენი ვარ მისი ტრაგიკული გარდაცვალების გამო. მსოფლიო დაიწვა მისი ტკივილით. კენედის ოჯახი, მადლიერნი ვართ იმ ხალხის, ვინც ფული გაიღო მის გადმოსვენებისთვის",-ამბობს ტომას კენედის ბიძაშვილი, ოლივია ბარეტი ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.
ამავე თემაზე: