#თავისუფლებამიშას | მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია რუსთავის ციხესთან

გამოქვეყნდა:

თავისუფლება მიშას - ამ სახელწოდებით რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ციხის მიმდებარედ მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. 

დღეს უკვე 24-ე დღეა, მესამე პრეზიდენტი საპატიმროში შიმშილობს. გუშინ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესაფასებლად რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კიდევ ერთი კონსილიუმი შედგა.

ექიმების თქმით, ამ ეტაპისთვის  მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ის შეიძლება ნებისმიერ წუთას დამძიმდეს და საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი