როგორ უნდა გიხაროდეთ მესამე პრეზიდენტის ტყვეობა ისე, როგორც პუტინს - ხაბეიშვილი "ოცნების" მხარდამჭერებს

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა რუსთავის ციხესთან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს მიმართა.

ხაბეიშვილის თქმით, არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის დაკავება ისე უხაროდეთ, როგორც ეს კრემლში უხარიათ, მისი თქმით, ეს ისტორიის არასწორ მხარეს დგომაა.

"მე მინდა, განსაკუთრებით განსხვავებულად მოფიქრალ ადამიანებს მოგმართოთ. რამდენიმე წამით გვერდით გადადეთ გაბრაზება, ან რაიმე წყენა ან თუნდაც ის, რომ შესაძლოა გამოძრაობდეთ ვინმეს დასჯის სურვილი, რაიმე მიზეზით. რადენიმე წამით ეს გადადეთ და დაფიქრდით, ანწუხელიძის მწამებლების აზრზე როგორ შეიძლება იყოთ, ან როგორ შეიძლება ტატუნაშვილის მკვლელების პოზიციაზე იყოთ, ან როგორ შეიძლება ერთი-ერთში, როგორც პუტინს, ჟირინოვსკის, ლავროვს უხარიათ მესამე პრეზიდენტის ტყვეობა ისევე გიხაროდეთ თქვენ, რა თქმა უნდა, მივმართავ ქართული ოცნების მომხრეების იმ ნაწილს, რომელსაც შესაძლოა ეს მართლა უხარია.

დაფიქრდით, რას დაწერს ისტორია და ეს ისტორია ახლა, ამ წუთებში იწერება და ისტორია ნამდვილად არ დაწერს იმას, რომ თქვენ ისტორიის სწორ მხარეს ხართ",-თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

თავისუფლება მიშას - ამ წუთებში რუსთავის ემ-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი