"გამარჯვება დაიწყება თელავიდან და ეს მიეძღვნება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას" - გიორგი ბოტკოველი

გამოქვეყნდა:

თელავის მერობის ოპოზიციურმა კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველი რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს უპასუხა.

თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შეშინებულია, რადგან იცის, რომ 30 ოქტომბერს არჩევნებში დამარცხდება.

"დღეს ის [ღარიბაშვილი] იყო ჩასული თელავში და იქიდან აკეთებდა სამარცხვინო განცხადებებს, ივანიშვილის პირადი მონა, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც საუბრობდა მაგალითად ჩემზე, თითქოს მე ვარ მწამებელი, თითქო მე ვარ, კორუმპირებული, თითქო მე ვარ ამ ქვეყნის დამღუპველი. ის საუბრობდა ქალაქიდან, რომელიც ძალიან კარგად იცნობს მის წარსულსაც, მისი სიმამრის წარსულსაც და ყველა იმ ადამიანს წარსულს, ვინც თელავში ქართულ ოცნებას წარმოადგენს.

როგორც ჩანს, ძალიან ცუდი ინფორმაცია მოისმინა თელავში, მოისმინა, რას წარმოადგენს იქ ქართული ოცნება და რა ელოდება მას 30 ოქტომბერს და ჩვენ ვნახეთ მისი დამფრთხალი, შეშინებული სახე, როდესაც ის საუბრობდა, კარგად იცნობს თელავი ღარიბაშვილსაც და გიორგი ბოტკოველსაც. იმედი მაქვს ყველა თელაველის, რომელიც მიიღებენ გადაწყვეტილებას და ის გამარჯვება, რომელიც დაიწყება ამ ქვეყანაში, დაიწყება თელავიდან, კახეთიდან და ეს გამარჯვება მიეძღვნება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას",-თქვა გიორგი ბოტკოველმა.

თავისუფლება მიშას - ამ წუთებში რუსთავის ემ-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი