"30 ოქტომბერს გადაწყდება, ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას თუ ვიქცევით რუსეთის უკანა ეზოდ... გადაწყდება, მიხეილ სააკაშვილი იქნება იქ, სადაც ახლა არის, თუ არა" | ნიკა მელიას მიმართვა აქციაზე

გამოქვეყნდა:

რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე თბილისში ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატმა, ნიკა მელიამ საზოგადოებას მიმართა და მათ არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. მელიამ თქვა, რომ სწორედ 30 ოქტომბერს გადაწყდება, გააგრძელებს თუ არა განვითარებას ქვეყანა სახელმწიფოს სახით. 

30 ოქტომბერს გადაწყდება, ეს ქვეყანა, სახელმწიფოს სახით, გააგრძელებს განვითარებას, თუ ვიქცევით მართლა რუსეთის ფედერაციის უკანა ეზოდ. 30 ოქტომბერს გადაწყდება მიხეილ სააკაშვილი იქნება იქ, სადაც ახლა არის და ბევრი ჩვენგანი კიდევ იქ ვიქნებით, თუ იქ აღარ იქნება. ჰოდა მაშინ ჩვენ გადავწყვიტოთ, 30 ოქტომბერს გვიღირს ბრძოლა თუ არა, - თქვა ნიკა მელიამ.

თავისუფლება მიშას - ამ წუთებში რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი