"მიხეილ სააკაშვილი გვაძლევს ბრძოლის მაგალითს... არ გვაქვს უფლება, რომ ხელები ჩამოვუშვათ" - დავით კირკიტაძე

გამოქვეყნდა:

რამდენიმე დღის წინ გვქონდა საშუალება, მესამე სართულიდან გვეხილა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გვეძახდა, რომ მაგრები ხართ და ძალიან მიყვარხართო. ვერ წარმოგიდგენიათ დღეს ის როგორი ბედნიერია!.. - ასე დაიწყო საკუთარი გამოსვლა რუსთავის მერობის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების წინ გამართულ აქციაზე ლოზუნგით "თავისუფლება მიშას". 

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა საკუთარ მიმართვაში იმ ძირეულ განსხვავებაზე ისაუბრა, რომელიც ზიზღისმფრქვეველ პრემიერ ღარიბაშვილსა და პატიმრობაში მყოფ, საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებულ მესამე პრეზიდენტს შორის არსებობს. განსხვავების საილუსტრაციოდ დავით კირკიტაძემ მათი გაკეთებული საქმეები გაიხსენა. 

"რამდენიმე დღის წინ გვქონდა საშუალება, სადღაც მესამე სართულიდან გვეხილა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გვეძახდა, რომ მაგრები ხართ და ძალიან მიყვარხართო. ვერ წარმოგიდგენიათ დღეს ის როგორი ბედნიერია, მიუხედავად იმისა, რომ ამ მავნებლებმა არ მისცეს საშუალება, რომ მისი ფანჯრები ეზოში მაინც იყურებოდეს. როგორი ბედნიერია, რომ ჩვენ ამდენს გვხედავს, ასე ძლიერად გვხედავს და ჩვენ ყველა ვართ მისი და ჩვენი თავისუფლების დასაცავად.

მიხეილ სააკაშვილი გვაძლევს ბრძოლის მაგალითს. დღეს ის ბიძინა ივანიშვილს და პუტინს ჰყავს დაკავებული, მაგრამ ის იქ იბრძვის, შიმშილობს იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ არავინ არ აპირებს უსამართლობას შეურიგდეს და ოლიგარქი ვერასოდეს გატეხავს თავისუფალ ქართველ ხალხს [...]

აქეთ დგას უვიცი, მავნებელი ღარიბაშვილი, რომელიც დაძრწის ქალაქ-ქალაქ, რაიონ-რაიონ, არც ხანშიშესული ადამიანის პატივისცემა აქვს, არც მილიონზე მეტი ამომრჩევლის, ილანძღება და ამ კაცს ჰქვია პრემიერმინისტრი და ადამიანს, რომელსაც აქვს საშუალება კიდევ მეტი გააკეთოს ამ ქვეყნისთვის, არ აძლევენ საშუალებას. 

დღეს ამ გარეწრებმა დაგეგმეს რუსთავის ოფისზე თავდასხმა და ეს ის ადამიანები არიან,რომლებიც ცოცხებით ხელში გადვხვდენენ თბილისში მიმავალ მომიტინგეებს, მათი სიმბოლოა ცოცხი და ჩვენ მათ 30 ოქტომბერს უნდა ვუპასუხოთ სიყვარულით და ბრძოლით არჩევნებზე და გარწმუნებთ, იმავე ცოცხებზე უნდა შემოასხდნენ და გაფრინდნენ, მოორდნენ ხალხს, რომელსაც არაფერი გაუკეთეს. 

რა გაგვიკეთეს პირველსა და მეორე ტურს შორის : გაგვიძვირეს პური, გაგვიძვირეს საწვავი, ღმერთმა არ ქნას რომ ამ ხალხმა შეინარჩუნოს ხელისუფლება. ესენი გაართულებენ ცხოვრებას, ამათ არ უყვართ ქვეყანა უყვართ მხოლოდ ბიუჯეტიდან ფულის მოპარვა

ამ ქვეყნის წარმატების იდეის მატარებელი არის ენმ-ს და ამ იდეის ჩამსახველი და ამ ქვეყანაში პროგრესის მომტანი აქ ზის ციხეში. მიხეილ სააკაშვილს გაუმარჯოს! მას უნდა მიეცეს შესაძლებლბა, აკეთოს ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდის : შენება და აღმშენებლობა, პროგრესი. ჩვენ ყველამ უნდა ვიცხოვროთ ქვეყანაში რომელსაც ვიმსახურებთ. განათებულ, გაბრწყინებულ ქვეყანაში",- თქვა დავით კირკიტაძემ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი