იმიტირებული ბუნტის შესახებ გენერალური ინსპექცია ნიკა გვარამიასთან გასაუბრებას გეგმავს - იუსტიციის სამინისტრო

გამოქვეყნდა:

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, უწყების გენერალური ინსპექცია მიხეილ სააკაშვილის ადვოკატთან, ნიკა გვარამიასთან გასაუბრებას გეგმავს ციხის საავადმყოფოში იმიტირებული ბუნტის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო.

"2021 წლის 24 ოქტომბერს ტელეკომპანია მთავარი არხის გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ნიკა გვარამიას გაესაუბრება.

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი გვარამიას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით 25 ოქტომბერს გაესაუბრება.

ნიკა გვარამიას ცნობით, N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვის მინიმალური გარანტია არ არსებობს და მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას იმიტირებული ბუნტი იგეგმება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციით დასრულდება", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი