გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს მეგობრებს საქართველოში, ნიკა მელიასა და ხატია დეკანოიძეს - მოლდოველი პოლიტიკოსი

გამოქვეყნდა:

მოლდოველი პოლიტიკოსი, პარტია "მოქმედება და სოლიდარობის" წევრი, მიჰაი პოპსოი, თბილისსა და ქუთაისში ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატებს, ნიკა მელიასა და ხატია დეკანოიძეს ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას უცხადებს და მათ გამარჯვებას უსურვებს.

წარმატებას გისურვებთ "მოქმედება და სოლიდარობის" (PPE) პარტნიორებს საქართველოში 30 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში.​ თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი ჩვენი კარგი მეგობარია - ნიკა მელია, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. ხატია დეკანოიძე იბრძვის სიდიდით მეორე ქალაქის, ქუთაისის ლიდერობისთვის. რამდენიმე წლის წინ ჩვენ მსგავსი სირთულეები გავიარეთ. გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს მეგობრებს საქართველოში, ქართველ ხალხთან ერთად, - წერს მიჰაი პოპსოი.

ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და 42 მაჟორიტარულ ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი