მოზარდების კვება ოჯახებში ნამდვილად განსაკუთრებული პრობლემაა, ზოგჯერ იმიტომ, რომ ოჯახს ამის საკმარისი საშუალება არ აქვს. ზოგჯერ იმიტომ, რომ შესაბამისი ჩვევა არ არის განვითარებული - მაგალითად, ჩვეულებრივი ამბავია, რომ ბავშვები არ საუზმობენ და ისე მიდიან დილით სკოლაში და შემდეგ ნახევარ დღეს მშივრები ატარებენ.
და მათ არავინ უხსნის, რამდენად მნიშვნელოვანია ტვინის და ორგანიზმის ეფექტური ფუნქციონირებისთვის საუზმე, იმიტომ, რომ ხშირად, ამას მათი მშობლები თვითონაც არ აკეთებენ.
აზრთა სხვადასხვაობა სკოლებში უფასო კვებასთან დაკავშირებით ოპოზიციის შიგნითაც არსებობს, მაგრამ მათი უმრავლესობა მაინც თანხმდება, რომ ეს ამ ეტაპზე ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან სასარგებლო პროექტი იქნება.
იხილეთ ასევე: