უფასო კვების პროგრამა არ ეხება მხოლოდ დედაქალაქს - ოპოზიცია იგივეს ითვალისწინებს სხვა რეგიონებისთვისაც.
მაგალითად, მსგავსი გეგმა სენაკისთვისაც ამოქმედდება, თუ მერი კობა ნაყოფია გახდება. პირველ ტურამდე პრეზენტაციის დროს ნაყოფიამ წარმოადგინა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები, ამჯერად კი ჩვენს ჟურნალისტთან, თეა ადეიშვილთან ერთად თვითონ ქალაქის ქუჩებში გაიარა.
ოპოზიციური კანდიდატის ოცნებაა, რომ თავისი მშობლიური ქალაქიდან, გალიდან მხოლოდ რამდენიმე ათეული კილომეტრით დაშორებული სენაკი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად აქციოს.
მარტო გაჭირვებულ ადამიანებზე კი არა, ქუჩებში მრავლად მცხოვრებ სენაკელ უპატრონო ძაღლებზეც კი აქვს ნაფიქრი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არჩევნებში ხმას ვერ მისცემენ.
რაც შეეხება სახლს სენაკში, ღარიბაშვილის განცხადების მერე, მოულოდნელად, კობა ნაყოფიას ერთზე ბევრად მეტი საცხოვრებელი გამოუჩნდა ქალაქშიც და ქალაქგარეთაც.