ხაშურში გაერთიანებული ოპოზიცია საგანგებო განცხადებას აკეთებს - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" მერობის კანდიდატმა, იოსებ ბუაძემ თქვა, რომ ადგილობრივი ოპოზიციური ძალები კოალიციური მთავრობის ფორმირების პრინციპებზე შეთანხმდნენ.
"უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება ხაშურელი ამომრჩეველი, თითოეული მოქალაქე, რომლის გადაწყვეტილებაც იქნება ყველაზე მთავარი ჩვენი სამომავლო მუშაობის კუთხით. ასევე მინდა აღვნიშნო. რომ ჩემ მხარდასაჭერად, ისევე როგორც მთელ საქართველოში, დღეს დგას სრულიად ოპოზიციური სპექტრი და ერთიანად გავდივართ 30 ოქტომბერს საბოლოოდ გამარჯვების გაფორმებაზე, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ და ამომრჩეველმა გვანდო", - თქვა იოსებ ბუაძემ.
ცნობისთვის საქართველოში არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერსაა ჩანიშნული.